საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით 13 თებერვალს გაიმართება ბიზნეს მარათონი 20=200.
მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს 2-5 წევრით დაკომპლექტებული გუნდი. გუნდს უნდა გააჩნდეს კარგად ჩამოყალიბებული და ფინანსურად გაწერილი ლეგალური ბიზნეს იდეა, რომელსაც იგი მარათონის დღეს - დილის 10:00-დან საღამოს 22:00-მდე განახორციელებს. ბიზნეს იდეის საწყისი კაპიტალი განსაზღვრულია 20 ლარით, რომლის დაფინანსებასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მინიკრედიტი" უზრუნველყოფს.
ეს თანხა მონაწილე გუნდს გადაეცემა მარათონის წინა დღეს და ეძლევა დრო საჭირო ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად.
გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტ მოგებას დააგროვებს. პირველ ადგილას გასული გუნდი საკუთარ მოგებასთან ერთად იღებს სხვა გუნდების მოგების10%-ს, მეორე ადგილზე გასული – 7% და მესამეზე – 3%.გუნდს დამარცხების შემთხვევაშიც კი ხვდება თანხა – მისი მოგების 50%. ყოველი მონაწილის მოგების 30% მიდის პროექტის საორგანიზაციო ფონდში.
გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანა–დანადგარები(მაგ. ღვეზელის საცხობი აპარატი) და არ აქვთ უფლება გამოიყენონ რაიმე დამატებითი ფინანსები. პროექტის ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოდგენის შემთხვევაში გუნდებს უფლება მიეცემათ მოიპოვონ დამატებითი მხარდაჭერა სხვა კომპანიებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი დაარღვევს მარათონის წესებს, იგი დაჯარიმდება 50 ლარით. წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გუნდი მოიხსნება მარათონიდან. გუნდების გასაკონტროლებლად იმუშავებენ სუპერვაიზერები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მონაწილეთა კეთილსინდისიერებასა და თამაშის სამართლიანობას.
იჩქარეთ !!! აპლიკაციები მიიღება 26 იანვრის ჩათვლით.
გუნდს ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს იდეის გარეშე. ასეთ შემთხვევაში გუნდმა რაც შეიძლება ეფექტურად უნდა წარმოადგინოს მარათნში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია.ასეთი გუნდები შერჩევის შემთხვევაში პროექტის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავებენ იდეებს.
სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:https://docs.google.com/
პროექტის ორგანიზატორია: "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი"
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
598 162228 სალომე გოგაშვილი
555 281868 გიორგი კინწურაშვილი
555 605606 ქრისტი კაპანაძე
557 708807 მიხეილ ბერიანიძე

No comments:
Post a Comment