"ინოვაციური ცოდნის აკადემია" ეს არის "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის" ქვეშ შექმნილი ტრენინგ ცენტრი, რომლის მთავარი მზიანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნების განვითარებას. სწორედ ამისათვის, აკადამია რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა "კრეატიული აზროვნება", "წარმატებული მეწარმის ინოვაციური მიდგომები", "კრეატიული ჯგუფის მართვა", "Lean Startup", "Elevator Pitch", "High Class Speaker" და ა.შ.
"ინოვაციური ცოდნის აკადემიაში" ჩატარებული ყველა ტრენინგი არის განსხვავებული თავისი თემატიკითა და ცოდნის გადაცემის მეთოდებით. ყველა ტრენინგი ტარდება "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის" კომფორტულ და ინოვაციურ ოფისში.
"ინოცავიური ცოდნის აკადემიამ" მიიღო სტაჟიორების პირველი ნაკადი, რომლებიც 3 თვის განმავლობაში პრაქტიკულად ისწავლიან, თუ რა არის ტრენერისათვის აუცილებელი უნარ ჩვევები, ჩაერთვებიან აკადემიის მიერ ჩატარებული ტრენინგების ორგანიზებაში და წარმატების შემთხვევაში თავადვე ჩაატარებენ რამდენიმე ტრენინგს.
No comments:
Post a Comment