ჩვენ შესახებ

        ა(ა)იპ "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი", ეს არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში ინოვაციური და კრეატიული აზროვნების, ასევე მეწარმული სულისკვეთების განვითარებას. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სეგმენტს სტუდენტები წარმოადგენენ.

        "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის" ქვეშ შექმნილია "ინოვაციური ცოდნის აკადემია", რომელიც ინოვაციური მეთოდებით, განსხვავებულ თემებსა და განსხვავებულ გარემოში პერმანენტულად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს. 

       ორგანიზაციის ქვეშ შექმნილია საინიციატივო ჯგუფი - "ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი", რომელიც არის ოგრანიზაციის ყველა წევრისა და ყველა იმ სტუდენტის გაერთიანება, რომელიც ტრენინგს გაივლის "ინოვაციური ცოდნის აკადემიაში". კლუბის ფარგლებში, ნებისმიერ ინოვატორს ეძლევა საშუალება განახორციელოს ორიგინალური, ინოვაციური და კრეატიული პროექტი. 

No comments:

Post a Comment