ბიზნეს მარათონი “20=200”, ეს არის ბიზნეს ინკუბატორის ერთგვარი სიმულაცია, რომელიც ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი იდეა. მარათონის ფარგლებში “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი” მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო ფართით, ბიზნეს კონსულტაციებით, საწყისი კაპიტალითა და ბიზნეს საქმიანობის ადგილით. ბიზნეს მარათონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეს და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.
პროექტის ფარგლებში, 16-დან 25 წლამდე ასაკის სტუდენტებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობას იღებს ბიზნეს მარათონში, სადაც მათ ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებენ ყველაზე დიდ მოგებას. მარათონი იმართება სპეციალურად შერჩეულ ადგილზე, დილის 10:00–დან საღამოს 22:00 საათამდე.
გუნდებს უფლება აქვთ მარათონამდე აწარმოონ მოლაპარაკება კომპანიებთან მათგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თანხობრივი ისე პროდუქტის სახის. აღნიშნულ შემთხვევაში გუნდმა აუცილებლად უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია პროექტის ორგანიზატორებთან. გუნდებს უფლება აქვთ დღის განმავლობაში შემოსული თანხა ჩააბრუნონ წარმოებაში და დღის განმავლობაში ადგილზევე შექმნან პროდუქტი.
ბიზნეს მარათონი 20=200 2013 წლის ბოლოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ "წლის ახალგაზრდულ პროექტად" დასახელდა.
გთავაზობთ ინფორმაციას რიგით მე–7, საახალწლო ბიზნეს მარათონის შესახებ.

_____________________________________________
საახალწლო ბიზნეს მარათონი 20=200 - თბილისი მოლი, 22.012.2013
22 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა საახალწლო ბიზნეს მარათონი 20=200. თბილისი მოლმა უმასპინძლა 14 გუნდს, რომელთა დავალება იყო ერთი დღის განმავლობაში, 20 ლარის საწყისი კაპიტალით მინმუმ 200 ლარი ეშოვათ. გუნდების უმრავლესობამ წინასწარ მოიპოვა სპონსორების დამატებითი მხარადჭერა. ყველა გუნდმა 100 ლარიანი ზღვარი გადალახა. ამ მარათონზე დაფიქსირდა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელიც. მარათონი 12 საათის განმავლობაში, დილის 10 საათიდან საღმოს 10 საათამდე, მიმდინარეობდა. მონაწილეები უწყვეტად ახდენდნენ თავიანთი პროდუქტის რეალიზებას.
მარათონზე წარმოდგენილი იყო მონაწილე გუნდების მიერ დამზადებული საახალწლოხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული. ისინი სხვადასხვა, საინტერესო და მრავალფეროვანი ხერხებით ცდილობდნენ მომხმარებლების მოზიდვას.
მარათონმა მშვიდად და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისთვის დაწესებულია არაერთი პრიზი, რომელიც მათ გადაეცემათ დაჯილდოების ცერემონიალზე. გაუმჯობესდა წინა მარათონის შედეგი და პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა მოხსნა რეკორდული მაჩვენებელი. რიგით მე-7 ბიზნეს მარათონის შედეგები ასეთია:
1. Gingerbread Land - 933 ლარი;
2. Beautiful Mind - 686.60 ლარი;
3. Five Light - 604.40 ლარი;
4. UG სკოლა - 587 ლარი;
5. Santas Squad - 448.80 ლარი;
6. SMILE - 394.90 ლარი;
7. Pink Panther - 270.90 ლარი;
8. 2 გოგოლაძე და დანარჩენები - 200 ლარი;
9. SMART - 159 ლარი;
10. X-Power - 143 ლარი;
11. Muppet Cookies - 127 ლარი;
12. ბობოქარი - 126.30 ლარი;
13. ანტარქტიკ'ს monkey - 116.50;
14. Slytherin -113.55 ლარი.
“Gingerbread Land-ს” გამარჯვებას და თითოეულ გუნდს ბიზნეს მარათონში მონაწილეობას ვულოცავთ. წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ საქმიანობაში.

No comments:
Post a Comment