Tuesday, January 21, 2014

საშობაო მინი ჰაკათონი


შაბათს, 18 იანვარს, Google Developers Group თბილისისა და "ახალგაზრული ინოვაციების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა საშობაო მინი ჰაკათონი.
მონაწილეებს ნამუშევრების შექმნისთვის დრო სულ რაღაც 10 საათი – დილის 10:00-დან საღამოს 20:00-მდე ჰქონდათ.  სამუშაო პლატფორმას Web, Chrome, Chrome Extensions შეადგენდა.
მათ სამუშაო პროექტებისთვის იდეების არჩევანის დიდი თავისუფლება ჰქონდათ, რადგან თემატიკა შეზღუდული არ იყო.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ, თითოეული გუნდი 4 წუთიანი პრეზენტაციით წარსდგა ჟიურის წინაშე.  ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ICT და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ქაშიბაძე, IT ინკუბატორისა და Happy group-ის დირექტორი - ნიკა როსტომაშვილი, Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერები: გიორგი კინწურაშვილი და მიხეილ ბერიანიძე.
მინი ჰაკათონში მონაწილეობდა 4 გუნდი. გამარჯვებულმა გუნდმა Base69 შექმნა სისტემა, რომელიც Leap Motion-ის დახმარებით, სურათზე ხატვისა და ეფექტების დადების საშუალებას იძლეოდა.
გუნდს საჩუქრად გადაეცა Google–ის აქსესუარები GDG თბილისისგან.
ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი და GDG თბილისი ულოცავს გუნდ Base69 წევრებს, ტატო კუტალიასა და ლუკა რამიშვილს გამარჯვებას.
GDG თბილისის ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად ჩატარდება.






No comments:

Post a Comment