Sunday, January 12, 2014

ვორქშოპი - ონლაინ დასაქმება


        



პარასკევს, 10 იანვარს, საქართველოს უნივერსისტეტში სპეციალურად “ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბისათვის” გაიმართა მცირე ვორქშოპი ონლაინ დასაქმებასთან დაკავშირებით.  

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ონლაინ საიტებზე (oDesk,Elance,Freelancer) მუშაობის გამოცდილების მქონე პირები ლევან ხუნჯგურუა და ამირან რამიშვილი.  მათ ინოვატორთა კლუბის წევრებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ ხდება ონლაინ დასაქმების საიტებზე მუშაობა და მისცეს ამისათვის საჭირო პრაქტიკული რჩევები: როგორ ხდება რეგისტრაცია, პროფილის სრულყოფაში მოყვანა,შესაფერისი სამუშაოს ძებნა.  ასევე მიიღეს პრაქტიკული რჩევები, თუ  რა ხერხები შეიძლება გამოიყენონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ეფექტურად აწარმოონ მოლაპარაკება პოტენციურ დამსაქმებლებთან.


შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტულად www.freelancer.com–ის მაგალითი. შეხვედრის შემდეგ შეიქმნა ონლაინ ჯგუფი, სადაც მოხდება ვორქშოპის მონაწილეების მიერ ონლაინ დასაქმების მონიტორინგი და ხელშეწყობა.








No comments:

Post a Comment