Tuesday, January 7, 2014

2013 წლის ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოება



2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა წლის ახალგაზრდულ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
1. „წლის ახალგაზრდული ორგანიზაცია“
2. „წლის ახალგაზრდა - სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის შეტანილი წვლილისთვის“
3. „წლის ახალგაზრდა - სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის შეტანილი წვლილისთვის“
4. „წლის ახალგაზრდა - ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“
5. „წლის ახალგაზრდა - სწავლასა და მეცნიერებაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის“
6. „წლის ახალგაზრდა მოხალისე“.

“ბიზნეს მარათონმა 20=200” გაიმარჯვა ნომინაციაში, “წლის ახალგაზრდული პროექტი”. აღნიშნული პრიზი ძალიან დიდი მოტივაციაა ბიზნეს მარათონის თითოეული ორგანიზატორისათვის. გუნდმა მიიღო უდიდესი სტიმული იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობა გაათმაგებული შემართებით გააგრძელოს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის პრეზიდენტი გიორგი კინწურაშვილი, ბიზნეს მარათონი 20=200-ის ორგანიზატორი სალომე გოგაშვილი, ინოვაციური ცოდნის აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი ყანჩაველი და Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერი მიშო ბერიანიძე.

ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრს სურს მადლობა გადაუხადოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს იმისათვის, რომ ხელს უწყობს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციას, როგორიცაა ბიზნეს მარათონი 20=200.


No comments:

Post a Comment