Monday, January 6, 2014

საშობაო მინი ჰაკათონი

შაბათს, 18 იანვარს, GDG თბილისის და "ახალგაზრული ინოვაციების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება საშობაო მინი ჰაკათონი.

იდეების თემატიკა: Free
სამუშაო პლატფორმა : Web, Chrome, Chrome Extensions. 
სამუშაო საათები: 12 იანვარი – 10:00–20:00
გუნდში წევრების რაოდენობაა: 2 - 3 ადამიანი.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება 4 წუთიანი პრეზენტაციით ჟიურის წინაშე, რომელიც მონაწილეებს სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასებს.

ჟიურის წევრები იქნებიან : საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ICT და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ქაშიბაძე და საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული წინსვლისა და სტუდენტურ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტი – გიორგი ყანჩაველი და Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერები: გიორგი კინწურაშვილი და მიხეილ ბერიანიძე.

გამარჯვებული გუნდი მიიღებს Google–ის აქსესუარებს GDG თბილისისგან.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 16 იანვრისა მისამართზე:


https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/forms/d/1SsiXQsnAy_zDjlWlMCjQJk5FQIuTudi5ZuNy7m8hJAk/viewform

Christmas MiniHack-ის ორგანიზატორები არიან “თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი”.

No comments:

Post a Comment