22 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა ბიზნეს მარათონი 20=200. თბილისი მოლმა უმასპინძლა 14 გუნდს, რომელთა დავალება იყო ერთი დღის განმავლობაში, 20 ლარის საწყისი კაპიტალით მინმუმ 200 ლარი ეშოვათ. გუნდების უმრავლესობამ წინასწარ მოიპოვა სპონსორების დამატებითი მხარადჭერა. ყველა გუნდმა 100 ლარიანი ზღვარი გადალახა. ამ მარათონზე დაფიქსირდა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელიც. მარათონი 12 საათის განმავლობაში, დილის 10 საათიდან საღმოს 10 საათამდე, მიმდინარეობდა. მონაწილეები უწყვეტად ახდენდნენ თავიანთი პროდუქტის რეალიზებას.
მარათონზე წარმოდგენილი იყო მონაწილე გუნდების მიერ დამზადებული საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული. ისინი სხვადასხვა, საინტერესო და მრავალფეროვანი ხერხებით ცდილობდნენ მომხმარებლების მოზიდვას.
მარათონმა მშვიდად და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისთვის დაწესებულია არაერთი პრიზი, რომელიც მათ გადაეცემათ დაჯილდოების ცერემონიალზე. გაუმჯობესდა წინა მარათონის შედეგი და პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა მოხსნა რეკორდული მაჩვენებელი. რიგით მე-7 ბიზნეს მარათონის შედეგები ასეთია:
1. Gingerbread Land - 933 ლარი
2. Beautiful Mind - 686.60 ლარი
3. Five Light - 604.40 ლარი
4. UG სკოლა - 587 ლარი
5. Santas Squad - 448.80 ლარი
6. SMILE - 394.90 ლარი
7 .Pink Panther - 270.90 ლარი
8. 2 გოგოლაძე და დანარჩენები - 200 ლარი
9. SMART - 159 ლარი
10. X-Power - 143 ლარი
11. Muppet Cookies - ლარი
12. ბობოქარი - 126.30 ლარი
13. ანტარქტიკ'ს monkey - 116.50
14. Slytherin -113.55 ლარი
ვულოცავთ გუნდ “Gingerbread Land” გამარჯვებას და თითოეულ მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებებს მათ მომავალ საქმიანობაში.

No comments:
Post a Comment