Tuesday, August 20, 2013

ბიზნეს მარათონი 20=200 - ბათუმი



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 31 აგვისტოს გაიმართება ბიზნეს მარათონი 20=200.

მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს 2-5 წევრით დაკომპლექტებული გუნდი. გუნდს უნდა გააჩნდეს კარგად ჩამოყალიბებული და ფინანსურად გაწერილი ლეგალური ბიზნეს იდეა, რომელსაც იგი მარათონის დღეს - დილის 11:00-დან საღამოს 23:00-მდე განახორციელებს. ბიზნეს იდეის საწყისი კაპიტალი განსაზღვრულია 20 ლარით. ეს თანხა მონაწილე გუნდს გადაეცემა მარათონის წინა დღეს და ეძლევა დრო საჭირო ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად.
გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტ მოგებას დააგროვებს. გამარჯვებული გუნდი საკუთარ მოგებასთან ერთად იღებს სხვა გუნდების მოგების 20%-ს.

გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანა–დანადგარები(მაგ. ღვეზელის საცხობი აპარატი) და არ აქვთ უფლება გამოიყენონ რაიმე დამატებითი ფინანსები. პროექტის ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოდგენის შემთხვევაში გუნდებს უფლება მიეცემათ მოიპოვონ დამატებითი მხარდაჭერა სხვა კომპანიებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი დაარღვევს მარათონის წესებს, იგი დაჯარიმდება 50 ლარით. წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გუნდი მოიხსნება მარათონიდან. გუნდების გასაკონტროლებლად იმუშავებენ სუპერვაიზერები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მონაწილეთა კეთილსინდისიერებასა და თამაშის სამართლიანობას.

იჩქარეთ !!! აპლიკაციები მიიღება 25 აგვისტოს ჩათვლით. 

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:


პროექტი არ ფარავს მონაწილე გუნდების ტრანსპორტირების, კვებისა და აკომოდაციის ხარჯებს

პროექტის ორგანიზატორია: "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი"
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

555 281868 გიორგი კინწურაშვილი
555 605606 ქრისტი კაპანაძე

No comments:

Post a Comment