Sunday, September 8, 2013

20=200 - ბათუმი




სეზონის დასასრულს 31 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის მიერ ბიზნეს მარათონი ,,20=200”გაიმართა, რომელშიც 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. 
თამაშის მთავარი პირობა იყო ერთ დღის განმავლობაში, კრეატიული ბიზნეს აქტივობის საშუალებით თანაბარი 20-ლარიანი ბიუჯეტით 200 ლარი და მეტი გამოემუშავებინათ.

უამინდობის გამოთამაში მიმდინარეობდა 18:00–23:00 საათამდე. დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელმაც საკუთარი ბიზნეს საქმიანობით მაქსიმალური თანხა გამოიმუშავა.

გამარჯვებული: საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის სკოლის სტუდენტების გუნდი აღმოჩნდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის სკოლა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბათუმის ბულვარი, კომპანიები: ჯეოსელი, მაღაზიათა ქსელი ცეროდენა, ნაყინი თოლია და აისბერგი, ენერგეტიკული სასმელი XL, ცელსი და სანდორა . 



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს "ღონისძიება ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გადადგან პირველი ნაბიჯი ბიზნესში, გამოსცადონ თავისი ბიზნეს იდეა, დაეუფლონ მეწარმის სულისკვეთებას და გუნდურ მუშაობას, აღმოჩნდენ რეალურ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში".

No comments:

Post a Comment