Saturday, June 29, 2013

შეხვედრა კომპანია Lemondo-სთან



26 აპრილს, სტარტი აიღო „ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის“ პროექტმა “Success Evenings”, რომლის ფარგლებში მოეწყობა ქართველი წარმატებული ახალგაზრდა და ინოვატორი ბიზნესმენების შეხვედრები სტუდენტებთან. პროექტის პირველ შეხვედრაზე მოწვეული იყო კომპანია Lemondo-ს დამფუძნებელი ლევან კილაძე, რომელმაც სტუდენტებთან ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: ბიზნესის 0-დან დაწყება, საკუთარი კომპანიის დაარსება და მართვა, კომპანიის მართვასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები და სირთულეები , ინოვაციურ იდეებზე მუშაობა. ყველა საკითხი განხილული იყო კომპანია Lemondo-ს“ ქეისზე.

      

No comments:

Post a Comment