Google–ის
დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით DevFestW ანუ
ქალთა დეველოპერული ფესტივალები მოეწყო. მისი მთავარი სლოგანია “DevfestW to the Powerof Women”. ინიციატივას 19 ქვეყნის 34 ქალაქი
შეუერთდა.
საქართველოს უნივერსიტეტთან და GDG თბილისთან თანამშრომლობით, ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბმა DevfestW–ს 23–24 მარტს უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო ქალების IT სფეროში ჩართულობის წახალისება და სოციალური ვებ პროექტების შექმნით საზოგადოების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა.
ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ვებ პროექტების იდეების წარდგენით დაიწყო. შემდეგ წინასწარ დარეგისტრებული მონაწილეები ინტერესების მიხედვით ჯგუფებში გადანაწილდნენ და სრული ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა სოციალურ, საქველმოქმედო ვებ პროექტებზე.
24 მარტს საღამოს, საჯარო შეხვედრა მოეწყო სადაც მონაწილეებმა საკუთარი პროექტები
წარმოადგინეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ქონდა მოესმინა ელენე
ლაცოშვილის პრეზენტაციისთვის თემაზე "პრაგრამული კოდის სტრუქტურირება".

No comments:
Post a Comment