Saturday, June 29, 2013

Say Something Nice

პროექტის „Say Something Nice” ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის წინ დაიდგა ტრიბუნა წარწერით - „გაიღიმე და თქვი რამე სასიამოვნო“. ტრიბუნასთან მისულ ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მეგაფონში ხმამაღლა ეთქვა იქვე შეკრებილი სტუდენტებისათვის რაიმე სასიამოვნო. სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა კომპლიმენტი თქვა, ზოგმა ლექსი თქვა, ზოგმა კი მეგაფონში იმღერა. პროექტის მეორე ეტაპზე ტრიბუნა თბილისი ცენტრალში განთავსდა. პირველ ეტაპთან შედარებით, მგზავრებისა თუ უბრალო გამვლელებისათვის კომპლიმენტების თქმის სურვილი გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის უცხოელმა სტუმრებმა. პროექტი საკმაოდ ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა როგორც მისი მონაწილეების, ისე მისი ორგანიზატორებისათვის. ამ პროექტით კლუბი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ კომპლექსების დაძლევა და საჯაროდ კარგი და სასიამოვნო რამის თქმა.

No comments:

Post a Comment