Saturday, June 29, 2013

გრანდიოზული კარაოკე საქართველოს უნივერსიტეტის წინ




პარასკევს, 2 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის წინ, გაიმართა გრანდიოზული კარაოკე, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო. უნივერსიტეტის შესასვლელში შეკრებილ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ერთად ემღერათ ყველა დროის ყველასათვის საყვარელი სიმღერები. სპეციალურად კარაოკესთვის საქართველოს უნივერსიტეტის მოცეკვავეთა გუნდმა შეასრულა ცეკვა ფეიერვერკის თანხლებით. 

საქართველოს უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა 300-მდე სტუდენტმა ერთად შეასრულეს ყველასათვის საყვარელი სიმღერები. კარაოკემ მხიარულად და ემოციურად ჩაიარა, როგორც მისი მონაწილეების, ისე მისი ორგანიზატორებისათვის. სტუდენტებთან ერთად სიმღერებს მღეროდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც. კარაოკე გრანდიოზულმა ფეიერვერკმა დაასრულა.


      

No comments:

Post a Comment