Saturday, June 29, 2013

ტრენინგი „elevator pitch”


საქართველოს უნივერსიტეტის "ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბმა", ჩაატარა ტრენინგი „elevator pitch” საქართველოს უნივერსიტეტში. ტრენინგი ეხებოდა კომუნიკაციის თემას, რომელში მონაწილეობის უფლებაც ჰქონდა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტსა თუ სკოლის მოსწავლეს. ტრენინგი ითვალისწინებდა ინოვაციური მეთოდებით, workshop-ებით მონაწილეების ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად და ტრენინგი მიმდინარეობდა პრალელურად სხვადასხვა აუდიტორიებში.

ტრენინგმა საკმაოდ ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილეებმა აღნიშნეს რომ მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება და გამოთქვეს სურვილი რომ ხშირად გაიმართოს მსგავსი ტიპის ტრენინგები.

No comments:

Post a Comment