Saturday, June 29, 2013

შეხვედრა Google-ის ბაზრის გაფართოვების მენეჯერთან - დივონ ლანთან


2012 წლის 21 ნოემბერს, “ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბისა” და GDG თბილისის ორგანიზებით საქართველოს უნივერსიტეტში მოეწყო სტუდენტთა შეხვედრა Google–ის ბაზრის გაფართოვების მენეჯერ დივონ ლანთან. შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვა–პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია მათთვის სასურველ ნებისმიერ საკითხზე უშუალოდ Google-ის თანამშრომლისაგან. შეხვედრა გაიმართა კონფორტულ და მყუდრო გარემოში. დივონ ლანმა ისაუბრა საქართველოსა და Google–ის სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებსა და ქართველი მომხმარებლებისათვის Google–ის ისეთი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესეზე, როგორებიცაა Google Translate, Google Play და Google Earth. შეხვედრამ ორივე მხარისათვის საკამაოდ საინტერესოდ ჩაიარა.

No comments:

Post a Comment