Monday, December 9, 2013

GREAT STARTUPERS - II ნაკადი




 2013 წლის 7 და 8 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „Great Startupers“. ტრენინგის ორგანიზატორია ინოვაციური ცენტრის აკადემია. მასში მონაწილება მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.



ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა:
  • კრეატიული აზროვნება
  • გუნდური მუშაობა და მისი მართვა
  • ბიზნეს კომუნიკაციები
  • Google–ის ტექნოლოგიები ბიზნესისათვის
  • Lean Startup




 ტრენინგზე მოწვეული იყვნენ სპიკერები:საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ICT-სა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე, "ინოვაციური ცოდნის აკადემიის ხელმძღვანელი" გიორგი ყანჩაველი და Google Apps for Business–ის ოფიციალური დილერის, კომპანია "ვალორანის" ხელმძღვანელი სინა ღაზი და "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის" პრეზიდენტი გიორგი კინწურაშვილი.
ტრენინგი თანაბრად იყო განაწილებული როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაოებისთვის. მონაწილეები აგრძელებენ ინოვაციური ცოდნის აკადემიასთან მუშაობას და მათი უმეტესი ნაწილი მონაწილეობს ბიზნეს მარათონში „20=200“.

No comments:

Post a Comment