გუშინ და დღეს (30/11-1/12) ინოვაციური ცოდნის აკადემიის მიერ ჩატარდა ორდღიანი სატრენინგო კურსი, სახელწოდებით “Great Startupers”. ტრენინგის მიზანია ახალგაზრდებში კრეატიული და ინოვაციური აზროვნების განვითარება და მათი პრაქტიკაში დანერგვა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა.
ტრეინინგის განმავლობაში სპიკერები იყვნენ საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროს ICT-სა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს უნივერსიტეტის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ქეთი მეფარიშვილი და Google Apps for Business-ის ოფიცილური რესელერის, “ვალორანის” დირექტორი სინა ღაზი.ტრეინინგს უძღვებოდნენ ინოვაციური ცოდნის აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი ყანჩაველი და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” პრეზიდენტი გიორგი კინწურაშვილი. მათ ახალგაზრდა ინოვატორებს ჩაუტარეს ძალიან საინტერესო მასტერკლასი, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მისცეს საჭირო რჩევები. ამ ორი დღის განმავლობაში სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ისწავლეს ის უნარჩვევები და “ხრიკები” რაც დაეხმარებათ ბიზნეს იდეის წარმატებულად დაგეგმვასა და მოკლე დროში განხორციელებაში.
ტრენინგის მსვლელობის დროს ჩატარდა არაერთი გასართობი აქტივობა, რამაც მონაწილეები უფრო დაახლოვა ერთმანეთთან და ხელი შეუწყო სასიამოვნო და მეგობრული გარემოს შექმნას.

No comments:
Post a Comment