Saturday, June 29, 2013

ტრენინგი "წარმატებული მეწარმის ინოვაციური მიდგომები"


23–24 თებერვალს, “ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბმა” ჩაატარა ტრენინგი თემით “წარმატებული მეწარმის ინოვაციური მიდგომები”. ტრენინგს ესწრებოდნენ სპეციალური სააპლიკაციო ფორმით წინასწარ შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ტრენინგზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე და საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული წინსვლისა და სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ყანჩაველი. ტრენინგი გაიმართა კონფორტულ და ინოვაციურ გარემოში. პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებდა განათლების გადაცემის ინოვაციურ და ორიგინალურ მეთოდებს.

No comments:

Post a Comment