Saturday, June 29, 2013

კინოჩვენება „Steve Jobs – Billion Dollar Hippy”


1 აპრილს, „ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის“ მიერ საქართველოს უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის ბუფეტში გაიმართა კინოჩვენება „Steve Jobs – Billion Dollar Hippy”. ფილმი შეეხებოდა სტივ ჯობსის - კომპანია „Apple”-ის დამფუძნებლის გზას წარმატებისაკენ, თუ როგორ შექმნა მან მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კორპორაცია. ფილმის დასასრულს დამსწრე სტუდენტებისათვის გაიმართა ვიქტორინა, რომელიც სტივ ჯობსისა და “Apple”-ის შესახებ კითხვებს მოიცავდა. ვიქტორინაზე გათამაშდა “GE-store”-ის მიერ დაწესებული პრიზები. კინოჩვენება პროდუქციით მოამარაგა კომპანია „პეპსიმ“.

აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. გარდა ამისა, ამგვარი პროექტები არის კარგი საშუალება სტუდენტების ანტრეპრენორშიპითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებისთვის.


No comments:

Post a Comment