Saturday, June 29, 2013
შეხვედრა ქართველ Googler სანდრო ჭიაურელთან
“ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბმა” “თბილისის გუგლის დეველოპერების ჯგუფთან” თანამშრომლობით ჩაატარა ქართველი Googler–ის, სანდრო ჭიაურელის შეხვედრა ქართველ სტუდენტებსა და დეველოპერებთან. სანდრო ჭიაურელი Google–ის დუბლინის ოფისში მუშაობს მისი ერთ–ერთი პროდუქტის – Google Adwords–ის მიმართულებით და მის კომპეტენციას უკრაინის ბაზარი წარმოადგენს. შეხვედრის განმავლობაში მოწვეული სტუმარი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა უპირატესობები გააჩნია Google–ის პროდუქციას და როგორ უნდა მოხდეს მათი ქართულ ბაზარზე მორგება. გარდა ამისა, სანდრო ქართველ სტუდენტებს საკუთარი განვლილი გზის შესახებ ესაუბრა, გააცნო, თუ როგორია მუშაობდე ისეთ კომპანიაში, როგორიც Google–ია. შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა მოწვეული სტუმრისაგან მცირე რჩევებიც მიიღეს, თუ როგორ მოხვდნენ Google–ში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment