2012 წლის 15 დეკემბერს, “ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბმა” საქართეველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მეორედ ჩაატარა ბიზნეს მარათონი “20=200”. ამჯერად, მარათონი თბილისი ცენტრალში გაიმართა.შერჩეული იდეების ძირითად თემატიკას კი საახალწლო ხელნაკეთი ნივთები წარმოადგენდა. მარათონის დღემდე, პროექტის ორგანზიატორებმა აწარმოეს აქტიური კამპანია თბილისის, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში. შესაბამისად, პროექტში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის, ისე თბილისის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. პროექტში ჩართულნი იყვნენ თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებიც. პროექტის ფარგლებში შეირჩა 12 ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც გუნდები 20 ლარის საწყისი კაპიტალით დღის ბოლომდე მინიმუმ 200 ლარს იშოვიდნენ. შედეგად, გამარჯვებულმა გუნდმა 752 ლარი მოაგროვა, რითაც მეორეადგილოსან გუნდს სულ რაღაც 30 ლარით აჯობა. მონაწილე 12 გუნდმა საერთო ჯამში 3000 ლარზე მეტი თანხა მოაგროვა.
მარათონი მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა . დიდი დაინტერესება იყო საზოგადოების მხრიდანაც. პროექტს მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომპანიები: “თბილისი ცენტრალი” და “პეპსი”.
No comments:
Post a Comment