Wednesday, February 26, 2014



პირველი Game Jam საქართველოში!


22-23 თებერვალს საქართველო პირველად შეუერთდა გლობალურ გეიმ ჯემს (GGJ). ეს არის ყველაზე დიდი მოვლენა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც  ყოველ წელს ტარდება თამაშების შემქმნელთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ (IGDA). პროექტის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს კომპიუტერული თამაშის ინდუსტრიას, ამ სფეროში არსებულ საინტერესო პროექტებსა და მათ ავტორებს. ასევე, მოხდეს ინფორმაციის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარება.



გეიმ ჯემის წესები ძალიან მარტივია, მონაწილეები რეგისტრირდებიან გუნდებად და ინდივიდუალურად, შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, ფორმირდება ახალი გუნდები ან უკვე არსებულ გუნდებს უერთდებიან იდეით დაინტერესებული მონაწილეები. გუნდში შესაძლოა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 მონაწილე იყოს.


ღონისძიების პირველ დღეს დარეგისტრირდა 306 ვიზიტორი და 80 მონაწილე. მონაწილეებმა მათი იდეები გააცნეს საზოგადოებას, რის შემდეგაც დარეგისტრირდა 27 გუნდი! გუნდებმა დაიწყეს მუშაობა, პარალელურად კი მიმდინარეობდა სესიები, სადაც მოუწვეული იყვნენ თამაშების წარმოების სფეროში მოღვაწე გამოცდილი სპიკერები. მათი მოხსენებები ძრითადად შეეხებოდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე მსოფლიო პრაქტიკასა და სფეროს განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებს.


სესიების ნაწილი დასრულდა საღამოს ექვს საათზე, მონაწილეები კი მთელი ღამე შეუწყვეტლივ მუშაობდნენ. მათ ენერგიულობაზე Red Bull-მა იზრუნა და ყველა მოაწილე დაასაჩუქრა ენერგეტიკული სასმელით.


გეიმ ჯემის მეორე დღე მომხსენებელთა გამოსვლებით გაგრძელდა. სპიკერებმა მონაწილეებსა და მსმენელებს გაუზიარეს გამოცდილება. მათ მიიღეს რჩევები პროდუქტის შექმნასა და მის კომერციალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. გუნდები კვლავ აგრძელებდნენ თამაშების შექმნას, რომლებიც 32 საათიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ წარუდგინეს აუდიტორიას. 27 დარეგისტრირებული გუნდიდან 24 საბოლოო პროდუქტით გამოვიდა ჟიურისა და მაყურებლების წინშე. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!


ჟიურიმ გადაწყვეტილების მიღებას თითქმის ერთი საათი მოანდომა.
შედეგები კი ასეთია:
  1. Bazinga;
  2. ასტრალი;
  3. აეჩე.


პირველ ადგილზე გასულ გუნდს ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორიისგან გადაეცა Oculus Rift, მეორე ადგილზე გასული გუნდი ITDC–სგან myvideo.ge-ს TV Box-ებით დაჯილდოვდა,მესამეადგილოსანი კი PCShop.ge-ს გეიმერული აქსესუარებით და PC ქეისით.



ღონისძიებამ ხარვეზებისა და წინააღმდეგობების გარეშე ჩაიარა. მიღწეულია მთავარი მიზანი, დარგში მოღვაწე პიროვნებებემა ერთმანეთი გაიცნეს და აღმოაჩინეს, გაცვალეს ინფორმაციები, იდეები, დასახეს სამომავლო გეგმები და ა.შ. რამდენიმე გუნდი, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა, კომპანიის შექმნას და საქმიანობის ერთად გაგრძელებას აპირებს.


წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს და ვულოცავთ ამ ღონიოსძიებაში მონაწილეობას!


მარათონის ორგანიზატორები:
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
• IGDA Georgia;
• CG Georgia;
• ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი;
• Stormbringer Studios;
• ინტერაქტიული აპლიკაციების ლაბორატორია;
• Jok Entertainers;
• Jump of Fall.


მარათონის სპონსორები და მხარდამჭერები:
• ITDC;
• Palitra Media;
• PCshop.ge;
• Potters.





No comments:

Post a Comment