Wednesday, February 12, 2014
20=200 მოსამზადებელი ტრენინგი
შაბათს, 1 თებერვალს, ბიზნეს მარათონის 20=200-ის მონაწილე გუნდებს ჩაუტრდათ კონკურსისათვის მოსამზადებელი ტრენინგი.მათ დღის განმავლობაში, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა პროდუქტის შეფუთვა, კლიენტთან ურთიერთობა, სასპონსორო პაკეტის შედგენა, Lean Startup და ა.შ. ტრენინგზე განხილული იყო უკვე ჩატარებული ბიზნეს მარათონების შედეგები და მათი გუნდების მიერ გამოყენებული მარკეტინგული ხერხები.
ტრენინგის მონაწილეებმა ითამაშეს სიმულაცია Role Play, რის მიხედვითაც მათ მოირგეს გამყიდველისა და მყიდველის როლი. ამით მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავიანთი პროდუქტისა თუ მომსახურებისთვის კრიტიკული თვალითაც შეეხედათ და განესაზგვრათ დადებითი თუ უარყოფითი მხარეები,რაც მათ საკუთარი ბიზნეს იდეების დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარებათ.
ტრენინგის სახალისოდ ჩატარებას ხელი შეუწყო ამინდმაც - სამუშაო დღე დიდმა გუნდაობამ დაასრულა :)
შეგახსენებთ, რიგით მე-8 ბიზნეს მარათონი გაიმართება ხუთშაბათს, 13 თებერვალს, თბილისი მოლში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment