Wednesday, December 18, 2013

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების V ფორუმი


დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მშვიდობისა და განვითარების აკადემიის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მეხუთე ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოს გამოწვევები და მიღწევები ახალგაზრდულ სფეროში. ასევე იმსჯელეს სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სწორედ ახალგაზრდობა არის მთავარი რესურსი, რომელზეც უნდა დაეფუძნოს ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და ეკონომიკური პროგრესი. მან 2014 წელი გამოაცხადა ახალგაზრდობის მხარდაჭერის წლად, რაც ძალიან დიდი სტიმულის მომცემია როგორც “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის”, ასევე ჩვენი მსგავსი ორგანიზაციებისთვის.


„ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სრულყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ინტენსიური კავშირი მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ საქართველოში არსებობს 160 ახალგაზრდული ორგანიზაცია. დასახვეწია ახალგაზრდული პოლიტიკა. ყველა ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება“,–განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” საქმიანობამ. მან საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო ჩვენს სტენდთან და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. ის დაინტერესდა ბიზნეს მარათონით 20=200 და Google-ის დეველოპერების ჯგუფით.

No comments:

Post a Comment