Wednesday, February 26, 2014



პირველი Game Jam საქართველოში!


22-23 თებერვალს საქართველო პირველად შეუერთდა გლობალურ გეიმ ჯემს (GGJ). ეს არის ყველაზე დიდი მოვლენა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიაში, რომელიც  ყოველ წელს ტარდება თამაშების შემქმნელთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ (IGDA). პროექტის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს კომპიუტერული თამაშის ინდუსტრიას, ამ სფეროში არსებულ საინტერესო პროექტებსა და მათ ავტორებს. ასევე, მოხდეს ინფორმაციის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარება.

Wednesday, February 19, 2014

სავალენტინო ბიზნეს მარათონი 20=200


სავალენტინო ბიზნეს მარათონი კიდევ ერთხელ წარმატებით დამთავრდა თბიისი მოლში, გამარჯვებულმა გუნდმა UG School-მა დააგროვა 652 ლარი, ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების Annabel Lee-სა და Fabulous-ის შემოსავალმა შეადგინა 508.70 და 492.95 ლარი. 

შედეგები ასეთია :
1. UG School - 652 ლარი
2. Annabel Lee - 508.70 ლარი
3. Fabulous - 492.95 ლარი
4. Yellow - 319.810 ლარი
5. reaqtori - 199.70 ლარი
6. Creative duo - 174 ლარი
7. Art Academy - 118 ლარი
8. კუპიდონიუმი - 109,70 ლარი
9. Dragonfly - 84 ლარი
10. "უჩას გუნდი" - 37,50 ლარი

გუნდებს ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ საქმიანობის აქტიურად გაგრძელებას.

ასევე მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერ კომპანიას, საქართველოს უნივერსიტეტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინიკრედიტსა და თბილისი მოლს მასპინძლობისათვის.

მომავალ მარათონამდე!

Wednesday, February 12, 2014

20=200 მოსამზადებელი ტრენინგი


შაბათს, 1 თებერვალს, ბიზნეს მარათონის  20=200-ის მონაწილე გუნდებს ჩაუტრდათ კონკურსისათვის მოსამზადებელი ტრენინგი.მათ დღის განმავლობაში, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა პროდუქტის შეფუთვა, კლიენტთან ურთიერთობა, სასპონსორო პაკეტის შედგენა, Lean Startup და ა.შ. ტრენინგზე განხილული იყო უკვე ჩატარებული ბიზნეს მარათონების შედეგები და მათი გუნდების მიერ გამოყენებული მარკეტინგული ხერხები.

Tuesday, February 11, 2014

Android Developer Days 2014


GDG ანკარა იწყებს აპლიკაციების მიღებას Android Developer Days-თვის, რომელიც 16–17 მაისს ქ. ანკარაში გაიმართება. მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც სპიკერს, ისე უბრალო დასწრების მსურველს. 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1LGHOzGIezSXDRBDS0pUC5MIkP3L8aE2txA4ztMjOowc/edit

Tuesday, January 21, 2014

საშობაო მინი ჰაკათონი


შაბათს, 18 იანვარს, Google Developers Group თბილისისა და "ახალგაზრული ინოვაციების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა საშობაო მინი ჰაკათონი.
მონაწილეებს ნამუშევრების შექმნისთვის დრო სულ რაღაც 10 საათიდილის 10:00-დან საღამოს 20:00-მდე ჰქონდათსამუშაო პლატფორმას Web, Chrome, Chrome Extensions შეადგენდა.
მათ სამუშაო პროექტებისთვის იდეების არჩევანის დიდი თავისუფლება ჰქონდათ, რადგან თემატიკა შეზღუდული არ იყო.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით 13 თებერვალს გაიმართება ბიზნეს მარათონი 20=200.
მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს 2-5 წევრით დაკომპლექტებული გუნდი. გუნდს უნდა გააჩნდეს კარგად ჩამოყალიბებული და ფინანსურად გაწერილი ლეგალური ბიზნეს იდეა, რომელსაც იგი მარათონის დღეს - დილის 10:00-დან საღამოს 22:00-მდე განახორციელებს. ბიზნეს იდეის საწყისი კაპიტალი განსაზღვრულია 20 ლარით, რომლის დაფინანსებასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მინიკრედიტი" უზრუნველყოფს.
ეს თანხა მონაწილე გუნდს გადაეცემა მარათონის წინა დღეს და ეძლევა დრო საჭირო ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად.
გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტ მოგებას დააგროვებს. პირველ ადგილას გასული გუნდი საკუთარ მოგებასთან ერთად იღებს სხვა გუნდების მოგების10%-ს, მეორე ადგილზე გასული – 7% და მესამეზე – 3%.გუნდს დამარცხების შემთხვევაშიც კი ხვდება თანხა – მისი მოგების 50%. ყოველი მონაწილის მოგების 30% მიდის პროექტის საორგანიზაციო ფონდში.

გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანა–დანადგარები(მაგ. ღვეზელის საცხობი აპარატი) და არ აქვთ უფლება გამოიყენონ რაიმე დამატებითი ფინანსები. პროექტის ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოდგენის შემთხვევაში გუნდებს უფლება მიეცემათ მოიპოვონ დამატებითი მხარდაჭერა სხვა კომპანიებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი დაარღვევს მარათონის წესებს, იგი დაჯარიმდება 50 ლარით. წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გუნდი მოიხსნება მარათონიდან. გუნდების გასაკონტროლებლად იმუშავებენ სუპერვაიზერები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მონაწილეთა კეთილსინდისიერებასა და თამაშის სამართლიანობას.

იჩქარეთ !!! აპლიკაციები მიიღება 26 იანვრის ჩათვლით.

გუნდს ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს იდეის გარეშე. ასეთ შემთხვევაში გუნდმა რაც შეიძლება ეფექტურად უნდა წარმოადგინოს მარათნში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია.ასეთი გუნდები შერჩევის შემთხვევაში პროექტის კონსულტანტებთან ერთად შეიმუშავებენ იდეებს.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:https://docs.google.com/forms/d/1rFdkk4S6PybGV5bF1F7CYDSbOGhIN7LyDA7Mn1GCJUY/viewform?edit_requested=true

პროექტის ორგანიზატორია: "ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი"
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

598 162228 სალომე გოგაშვილი
555 281868 გიორგი კინწურაშვილი
555 605606 ქრისტი კაპანაძე
557 708807 მიხეილ ბერიანიძე

Sunday, January 12, 2014

ვორქშოპი - ონლაინ დასაქმება


        



პარასკევს, 10 იანვარს, საქართველოს უნივერსისტეტში სპეციალურად “ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბისათვის” გაიმართა მცირე ვორქშოპი ონლაინ დასაქმებასთან დაკავშირებით.